იდეალურია, თუ: აშენებთ რეგიონში ან საზღვარგარეთ საკუთარი მშენებლით · ჯერ მშენებლებისგან ფასების მიღება გინდათ · ნებართვაზე მოგვიანებით იფიქრებთ.
კარგია იცოდეთ: კონსტრუქციები გათვლილია საშუალო გრუნტზე. მერიაში წარსადგენად პროექტს ნაკვეთზე მორგება და კვლევები დასჭირდება — ეს სანებართვო პაკეტში შედის.
⭐ ყველაზე ხშირად ირჩევენ
სანებართვო პაკეტი — 7 000 ₾‑დან2 700 $‑დან
სანებართვო დოკუმენტაცია ~3 კვირაში · ნებართვამდე 2–4 თვე*
გინდათ ნებართვა ისე, რომ მერიაში სიარული არ დაგჭირდეთ.
ყველაფერი, რაც სტარტ პაკეტშია, +
პროექტის მორგება თქვენს ნაკვეთზე (განთავსება და 1 წრე მცირე ცვლილებები)
ნაკვეთის აზომვა (ტოპოგრაფიული გეგმა)
გრუნტის კვლევა და კონსტრუქციების გადაანგარიშება თქვენს გრუნტზე — ექსპერტიზებით
ენერგოეფექტურობის დასკვნა
მშენებლობის ორგანიზების პროექტი (ინდივიდუალური სახლისთვის — გამარტივებული) და საინფორმაციო დაფა
მერიის სამივე ეტაპი: დოკუმენტების მომზადება, ჩაბარება და შენიშვნების გასწორება (2 წრე)
🎁 შავი კარკასის ხარჯთაღრიცხვა საჩუქრად. მერია ამას არ ითხოვს, მაგრამ ჩვენ მაინც ვამზადებთ, რომ მშენებლებთან მოლაპარაკება ზუსტი ციფრებით დაიწყოთ.
ვადა:
კვლევები ~2 კვირა
მერია: გაპი ~1 თვე (ამ დროს უკვე ვამზადებთ პროექტის განთავსებას)
საბოლოო მორგება ~1 კვირა
მერია: ნებართვა ~1,5–2 თვე
= 2–4 თვე
ANBAმერია
ჩვენი სამუშაო ~3 კვირაა — მზა პროექტით ნებართვას ინდივიდუალურთან შედარებით ~1 თვით სწრაფად იღებთ. მერიის ეტაპებს ჩვენ ვმართავთ — თქვენ იქ სიარული არ გიწევთ.
*ვადა მერიაზეა დამოკიდებული: დაცვის ზონაში ან რთულ ნაკვეთზე შეიძლება გაგრძელდეს. ზუსტად ნაკვეთის უფასო შეფასებისას გეტყვით.
არ შედის: მერიის მოსაკრებელი · ხეების ექსპერტიზა (საჭიროა მხოლოდ გარკვეულ ზონებში, ფასდება ცალკე) · 1 წრეზე მეტი ცვლილება.
ზუსტ ფასს ნაკვეთის უფასო შეფასების შემდეგ გეტყვით — საკმარისია საკადასტრო კოდი.
სრული პაკეტი — ფასი ინდივიდუალურად
გინდათ, რომ ყველაფერი მზად იყოს მშენებლობის დასაწყებად.
ყველაფერი, რაც სანებართვო პაკეტშია, +
დეტალური სამშენებლო ნახაზები: კვანძები, დეტალები — ყველაფერი, რაც მშენებელს სჭირდება
სრული სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
დაამატეთ საჭიროებისამებრ:
ვადა: სამუშაო ნახაზები მზადდება ნებართვის პარალელურად — ნებართვის ვადას არ ამატებს.
სანებართვო პაკეტში შედის:
ნაკვეთის აზომვა[ტექსტი მზადდება][ფასი]
გრუნტის კვლევა და ექსპერტიზა[ტექსტი მზადდება][ფასი]
კონსტრუქციული ექსპერტიზა[ტექსტი მზადდება][ფასი]
ენერგოეფექტურობის დასკვნა[ტექსტი მზადდება][ფასი]
მერიაში ჩაბარება და შენიშვნების გასწორება[ტექსტი მზადდება][ფასი]
სრულ პაკეტში ან ცალკე:
სამუშაო ნახაზები[ტექსტი მზადდება][ფასი]
სრული ხარჯთაღრიცხვა[ტექსტი მზადდება][ფასი]
საინჟინრო სისტემები[ტექსტი მზადდება][ფასი]
ინტერიერი[ტექსტი მზადდება][ფასი]
საავტორო ზედამხედველობა[ტექსტი მზადდება][ფასი]
გამწვანების პროექტი[ტექსტი მზადდება][ფასი]
რას მოითხოვს მშენებლობის ნებართვა
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (II კლასი) ნებართვისთვის საჭიროა:
სამშენებლოდ გამოყენების პირობები (გაპი) — თუ ნაკვეთზე დეტალური გეგმა არ მოქმედებს
ნაკვეთის აზომვა (ტოპოგრაფია) და გრუნტის კვლევა (საინჟინრო-გეოლოგია)
არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა
გრუნტის კვლევისა და კონსტრუქციის ექსპერტიზა
ენერგოეფექტურობის დასკვნა
მშენებლობის ორგანიზების პროექტი (გამარტივებული) და საინფორმაციო დაფა
ყველაფერი ეს სანებართვო პაკეტში შედის. თქვენ რჩება მხოლოდ სანებართვო მოსაკრებლის გადახდა.
საინჟინრო სისტემების (წყალი, დენი, გათბობა) პროექტი ნებართვისთვის არ მოითხოვება, მაგრამ მშენებლობისთვის გირჩევთ — შეგიძლიათ სრულ პაკეტში დაამატოთ.
დააჭირეთ „შეკვეთის გაფორმებას“ — ღილაკი პროექტის ფასის ქვეშაა.
აირჩიეთ ვარიანტი და შეავსეთ მონაცემები
„სტარტ პაკეტი“ ან „სანებართვო პაკეტი“ და ხელშეკრულებისთვის საჭირო ინფორმაცია.
მიიღეთ ხელშეკრულება და ინვოისი
მენეჯერი დაგიკავშირდებათ და ელფოსტით გამოგიგზავნით დოკუმენტებს.
გადაიხადეთ და ხელი მოაწერეთ
გადაიხადეთ ინვოისი საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში და გამოგვიგზავნეთ ხელმოწერილი ხელშეკრულების ფოტო ან სკანი. სანებართვო პაკეტს იხდით სამ ეტაპად (იხ. ქვემოთ).