+995 598 14 15 32

პოპულარული

იტვირთება...

გვერდები

პროექტებიინდივიდუალური პროექტიმომსახურებაბლოგიკითხვებიჩვენს შესახებკონტაქტი

ვერ იპოვეთ პასუხი? დაგვირეკეთ: +995 598 14 15 32

შეკვეთა და გადახდა

როგორ შევიძინო პროექტი?

აირჩიეთ სახლი და დააჭირეთ „შეკვეთის გაფორმებას“. შემდეგ აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი: „სტარტ პაკეტი“ — არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზები, ან „სანებართვო პაკეტი“ — ყველაფერი ნებართვამდე: ნაკვეთზე მორგება, ტოპოგრაფია, გეოლოგია და მერიის სამი ეტაპი. სანებართვო პაკეტისთვის მიუთითეთ ნაკვეთის მდებარეობა ან საკადასტრო კოდი: ნაკვეთს უფასოდ შევაფასებთ და ზუსტ ფასს გეტყვით. მენეჯერი დაგიკავშირდებათ, ელფოსტით მიიღებთ ხელშეკრულებას და ინვოისს. კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ: +995 598 14 15 32.

როგორ გადავიხადო?

მხოლოდ უნაღდო საბანკო გადარიცხვით, შპს „ანბას“ ინვოისის მიხედვით — საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში. ნაღდ ფულს ან პირად ანგარიშზე გადარიცხვას არ ვითხოვთ.

რამდენ ხანში მივიღებ პროექტს?

სტარტ პაკეტს — 10 სამუშაო დღეში. სანებართვო პაკეტით სანებართვო დოკუმენტაციას ~3 კვირაში ვამზადებთ, ნებართვამდე კი 2–4 თვე გადის (ინდივიდუალური პროექტით — 3–5 თვე) — დანარჩენი მერიის ვადებია. დაცვის ზონაში ან რთულ ნაკვეთზე მერიის ვადები შეიძლება გაგრძელდეს. არსებულ მზა პროექტში ცვლილებების შეტანა ვადას ზრდის.

რომელი პაკეტი ავირჩიო?

თუ ნებართვა არ გჭირდებათ ან საკუთარი მშენებლით აშენებთ — სტარტ პაკეტი. თუ ნებართვა გჭირდებათ — სანებართვო პაკეტი: ყველაფერს ჩვენ ვაგვარებთ, მერიის ჩათვლით. თუ გინდათ, რომ მშენებელს დეტალური ნახაზები და ზუსტი ბიუჯეტი ჰქონდეს — სრული პაკეტი.

საზღვარგარეთიდან ვიხდი. როგორ გადავიხადო?

ინვოისში მითითებულ ანგარიშზე საერთაშორისო გადარიცხვით შეგიძლიათ გადაიხადოთ — რეკვიზიტები ინვოისშივე იქნება.

პროექტი

რას მოიცავს შეძენილი პროექტი?

სტარტ პაკეტი: გეგმები, ფასადები, ჭრილები, კონსტრუქციები მასალების მოცულობით და კარ-ფანჯრის სპეციფიკაცია. სანებართვო პაკეტი: სტარტს ემატება პროექტის მორგება ნაკვეთზე, კვლევები, ექსპერტიზები, მერიის სამივე ეტაპი და შავი კარკასის ხარჯთაღრიცხვა.

შემიძლია ცვლილებების შეტანა?

დიახ. სანებართვო პაკეტში შედის 1 წრე მცირე ცვლილებები (მაგ., ოთახის გადატანა, ფანჯრის ზომა). დიდ ცვლილებებს ცალკე შევაფასებთ — მანამდე გეტყვით ფასს და როგორ შეიცვლება ვადა. კონსტრუქციის უსაფრთხოებაზე მოქმედ ცვლილებებს არ ვაკეთებთ.

რატომ არ ჩანს საიტის ნახაზებზე სავენტილაციო მილები?

საიტზე წარმოდგენილია ესკიზები და არა სამუშაო ნახაზები. ყველა დეტალი მოცემულია სამუშაო პროექტში.

რა სიმაღლის ჭერია პროექტებში?

ძირითადად 3,2 მ ყოველ სართულზე.

რა ენაზეა დოკუმენტაცია?

ყველა ნახაზი და დოკუმენტი ქართულ ენაზეა.

რა სეისმომედეგობაზეა გათვლილი სახლები?

პროექტები შესრულებულია საქართველოს სამშენებლო ნორმების მიხედვით. მაღალი სეისმურობის ან მკაცრი კლიმატის რეგიონისთვის კონსტრუქციას მოვარგებთ.

რომელი პროექტია ყველაზე მოთხოვნილი?

კატალოგში დაალაგეთ პროექტები „პოპულარობით“ — პირველ ადგილებზე ყველაზე ხშირად შეკვეთილი სახლებია.

მშენებლობა და ნებართვა

რა ეღირება სახლის აშენება?

შავი კარკასი საშუალოდ ~200 $/მ² ჯდება — ზუსტი ფასი მასალებზე, რეგიონსა და მშენებელზეა დამოკიდებული. სანებართვო პაკეტში თქვენი სახლის შავი კარკასის ხარჯთაღრიცხვას ვამზადებთ, რომ მშენებლებთან ზუსტი ციფრებით ისაუბროთ. ANBA მშენებლობას არ ასრულებს.

დამეხმარებით მშენებლობის ნებართვის აღებაში?

დიახ. მოვამზადებთ დოკუმენტაციას, ჩავაბარებთ მუნიციპალიტეტში და გამოვასწორებთ შუალედურ შენიშვნებს. საჭიროების შემთხვევაში შევასრულებთ ნაკვეთის აზომვას, გეოლოგიურ კვლევას და სხვა სამუშაოებს.

რა ხდება, თუ პროექტში შეცდომა აღმოჩნდა?

შეგვატყობინეთ. თუ შეცდომა დასაბუთებულია სამშენებლო კოდექსით ან სხვა ნორმატიული აქტით, შესწორებულ დოკუმენტაციას 10 სამუშაო დღეში მიიღებთ.

სჭირდება თუ არა ნებართვას საინჟინრო სისტემების პროექტი?

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისთვის — არა. მშენებლობისთვის კი გირჩევთ: წყლის, დენისა და გათბობის პროექტი მშენებელს შეცდომებს აარიდებს. შეგიძლიათ სრულ პაკეტში დაამატოთ.