5 მეტრის სიგანის აგურის სახლი ვიწრო ქალაქის ნაკვეთზე: ქუჩისკენ ყრუ აგურის კედელია, რომელშიც ქართული მეანდრი ღრმად არის ამოჭრილი და შესასვლელთან ტერაკოტის როზეტით მთავრდება, ბაღისკენ კი სახლი მთელ სიგრძეზე იხსნება აგურის ბოძებს უკან ჩაღრმავებული მინით. ცალფერდა თხელი სპილენძის სახურავი ბაღისკენ მაღლდება და 1.8 მ‑ით გადმოდის; მის ქვეშ, ტერასაზე გასასვლელის თავზე, ღია აგურის მეანდრის ცხაური დღისით შუქს ფილტრავს, ღამით კი ფარანივით ანათებს. შუაში აგურის ბირთვია ბუხრით და საკვამურით, ჭერი და ჩაშენებული ავეჯი წაბლისაა, იატაკი — ტერაკოტის ფერის, რომელიც ტერასაზე გრძელდება.
ვისთვის არის ეს სახლი
[ტექსტი მზადდება]
საერთო ფართობი
98 მ²
ტერასის ფართობი
37,8 მ²
სახლის ზომები
18,5 × 5,8 მ
სართულიანობა
ერთსართულიანი
საძინებლები
2
სააბაზანოები
1
სახურავი
ერთქანობიანი, 8°
სახლის სიმაღლე
3,9 მ
ავტოფარეხი
ავტოფარეხის გარეშე
ნაკვეთი
[მონაცემი ზუსტდება]
სტარტ პაკეტი
1 200 ₾460 $ (1 200 ₾)
შავი კარკასი, სავარაუდოდ**
≈ 50 800 ₾19 600 $
[ტექსტი მზადდება] ** 200 $/მ² — მიახლოებითი ფასი; დამოკიდებულია მასალებზე, რეგიონზე და მშენებელზე. ANBA მშენებლობას არ ასრულებს.
სართულების გეგმები
1ჰოლი6,1 მ²
2სამზარეულო-სასადილო-მისაღები34,5 მ²
3ღამის დერეფანი5,7 მ²
4სააბაზანო6,2 მ²
5საძინებელი 211,2 მ²
6მთავარი საძინებელი16,2 მ²
სასარგებლო ფართობი79,8 მ²
ტერასა37,8 მ²
შესასვლელი ნიშა2,5 მ²
ვაზის პერგოლა15,9 მ²
ოთახების სია
1ჰოლი6,1 მ²
2სამზარეულო-სასადილო-მისაღები34,5 მ²
3ღამის დერეფანი5,7 მ²
4სააბაზანო6,2 მ²
5საძინებელი 211,2 მ²
6მთავარი საძინებელი16,2 მ²
სასარგებლო ფართობი79,8 მ²
ტერასა37,8 მ²
შესასვლელი ნიშა2,5 მ²
ვაზის პერგოლა15,9 მ²
ესკიზი. სამუშაო ნახაზები შედის პროექტში.
ჭრილები
ჭრილი 1‑1
პირობითი გენგეგმა: ნაკვეთი 12 × 34 მ. სახლის განთავსება თქვენს ნაკვეთზე ტოპოგეგმის მიხედვით დაზუსტდება.
იდეალურია, თუ: აშენებთ რეგიონში ან საზღვარგარეთ საკუთარი მშენებლით · ჯერ მშენებლებისგან ფასების მიღება გინდათ · ნებართვაზე მოგვიანებით იფიქრებთ.
კარგია იცოდეთ: კონსტრუქციები გათვლილია საშუალო გრუნტზე. მერიაში წარსადგენად პროექტს ნაკვეთზე მორგება და კვლევები დასჭირდება — ეს სანებართვო პაკეტში შედის.
⭐ ყველაზე ხშირად ირჩევენ
სანებართვო პაკეტი — 7 500 ₾ ±10%2 900 $ ±10%
სანებართვო დოკუმენტაცია ~3 კვირაში · ნებართვამდე 2–4 თვე*
გინდათ ნებართვა ისე, რომ მერიაში სიარული არ დაგჭირდეთ.
ყველაფერი, რაც სტარტ პაკეტშია, +
პროექტის მორგება თქვენს ნაკვეთზე (განთავსება და 1 წრე მცირე ცვლილებები)
ნაკვეთის აზომვა (ტოპოგრაფიული გეგმა)
გრუნტის კვლევა და კონსტრუქციების გადაანგარიშება თქვენს გრუნტზე — ექსპერტიზებით
ენერგოეფექტურობის დასკვნა
მშენებლობის ორგანიზების პროექტი (ინდივიდუალური სახლისთვის — გამარტივებული) და საინფორმაციო დაფა
მერიის სამივე ეტაპი: დოკუმენტების მომზადება, ჩაბარება და შენიშვნების გასწორება (2 წრე)
🎁 შავი კარკასის ხარჯთაღრიცხვა საჩუქრად. მერია ამას არ ითხოვს, მაგრამ ჩვენ მაინც ვამზადებთ, რომ მშენებლებთან მოლაპარაკება ზუსტი ციფრებით დაიწყოთ.
ვადა:
კვლევები ~2 კვირა
მერია: გაპი ~1 თვე (ამ დროს უკვე ვამზადებთ პროექტის განთავსებას)
საბოლოო მორგება ~1 კვირა
მერია: ნებართვა ~1,5–2 თვე
= 2–4 თვე
ANBAმერია
ჩვენი სამუშაო ~3 კვირაა — მზა პროექტით ნებართვას ინდივიდუალურთან შედარებით ~1 თვით სწრაფად იღებთ. მერიის ეტაპებს ჩვენ ვმართავთ — თქვენ იქ სიარული არ გიწევთ.
*ვადა მერიაზეა დამოკიდებული: დაცვის ზონაში ან რთულ ნაკვეთზე შეიძლება გაგრძელდეს. ზუსტად ნაკვეთის უფასო შეფასებისას გეტყვით.
არ შედის: მერიის მოსაკრებელი · ხეების ექსპერტიზა (საჭიროა მხოლოდ გარკვეულ ზონებში, ფასდება ცალკე) · 1 წრეზე მეტი ცვლილება.
ზუსტ ფასს ნაკვეთის უფასო შეფასების შემდეგ გეტყვით — საკმარისია საკადასტრო კოდი.
სრული პაკეტი — ფასი ინდივიდუალურად
გინდათ, რომ ყველაფერი მზად იყოს მშენებლობის დასაწყებად.
ყველაფერი, რაც სანებართვო პაკეტშია, +
დეტალური სამშენებლო ნახაზები: კვანძები, დეტალები — ყველაფერი, რაც მშენებელს სჭირდება
სრული სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
დაამატეთ საჭიროებისამებრ:
ვადა: სამუშაო ნახაზები მზადდება ნებართვის პარალელურად — ნებართვის ვადას არ ამატებს.
რომელი პაკეტი ავირჩიო?
თუ ნებართვა არ გჭირდებათ ან საკუთარი მშენებლით აშენებთ — სტარტ პაკეტი. თუ ნებართვა გჭირდებათ — სანებართვო პაკეტი: ყველაფერს ჩვენ ვაგვარებთ, მერიის ჩათვლით. თუ გინდათ, რომ მშენებელს დეტალური ნახაზები და ზუსტი ბიუჯეტი ჰქონდეს — სრული პაკეტი.
რას მოიცავს შეძენილი პროექტი?
სტარტ პაკეტი: გეგმები, ფასადები, ჭრილები, კონსტრუქციები მასალების მოცულობით და კარ-ფანჯრის სპეციფიკაცია. სანებართვო პაკეტი: სტარტს ემატება პროექტის მორგება ნაკვეთზე, კვლევები, ექსპერტიზები, მერიის სამივე ეტაპი და შავი კარკასის ხარჯთაღრიცხვა.
შემიძლია ცვლილებების შეტანა?
დიახ. სანებართვო პაკეტში შედის 1 წრე მცირე ცვლილებები (მაგ., ოთახის გადატანა, ფანჯრის ზომა). დიდ ცვლილებებს ცალკე შევაფასებთ — მანამდე გეტყვით ფასს და როგორ შეიცვლება ვადა. კონსტრუქციის უსაფრთხოებაზე მოქმედ ცვლილებებს არ ვაკეთებთ.
რამდენ ხანში მივიღებ პროექტს?
სტარტ პაკეტს — 10 სამუშაო დღეში. სანებართვო პაკეტით სანებართვო დოკუმენტაციას ~3 კვირაში ვამზადებთ, ნებართვამდე კი 2–4 თვე გადის (ინდივიდუალური პროექტით — 3–5 თვე) — დანარჩენი მერიის ვადებია. დაცვის ზონაში ან რთულ ნაკვეთზე მერიის ვადები შეიძლება გაგრძელდეს. არსებულ მზა პროექტში ცვლილებების შეტანა ვადას ზრდის.
საიტზე განთავსებული ყველა პროექტი ANBA‑ს საავტორო ნამუშევარია. პატივი ეცით ჩვენს შრომას — ნუ გამოიყენებთ, დააკოპირებთ ან გაავრცელებთ ამ მასალებს (მათ შორის, სამშენებლო მიზნებისთვის) ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.