ციცაბო ფერდობზე სამი დონე საფეხურებად ეშვება ხეობისკენ. ქვედა დონე SPA‑ა 12‑მეტრიანი შიდა აუზით, რომელიც ფერდის სიღრმიდან მინის კედლამდე მიდის; მის სახურავზე შუა დონის დღის ზონა, ხის დეკი და 16‑მეტრიანი ინფინიტი აუზია. ზემოდან ორივეს გრძელი თეთრი საძინებლების ბლოკი ადევს, ხედისკენ 15°‑ით შემობრუნებული: მისი დასავლეთი ბოლო დეკის თავზე 3.9 მ‑მდე კონსოლით გადის, ქვემოდან თბილი ხის ჭერით. ქუჩიდან სახლი მშვიდი და დახურულია: თეთრი ბლოკის ყრუ ფასადი, ხის შესასვლელი პორტალი და ბეტონის ავტოფარეხი მწვანე სახურავით, ეზოთი ქუჩის დონეზე. ხედისკენ კი სამივე დონე მინაა. მასალები: თეთრი გლუვი ბათქაში, ფიცრის ყალიბის ბეტონი, თერმო‑იფანი და ანთრაციტის თხელი ჩარჩოები.
ვისთვის არის ეს სახლი
[ტექსტი მზადდება]
საერთო ფართობი
663,6 მ²
ტერასის ფართობი
78 მ²
სახლის ზომები
27,6 × 8,4 მ
სართულიანობა
სამსართულიანი
საძინებლები
6
სააბაზანოები
9
სახურავი
ბრტყელი, 2°
სახლის სიმაღლე
10,4 მ
ჭერის სიმაღლე
3,00 მ
ავტოფარეხი
2 მანქანაზე
შენობის კლასი
IIIiIII კლასი — ნებართვისთვის არქიტექტურულ პროექტს დამატებით ექსპერტიზა სჭირდება; ფასში უკვე შედის. დეტალები — „რატომ III კლასი?“ პაკეტების ქვეშ. კლასს განსაზღვრავს ყველაზე მაღალი პარამეტრი: ფართობი, სიმაღლე, ჩაღრმავება, მალი ან ლიფტი.
ნაკვეთი
[მონაცემი ზუსტდება]
სტარტ პაკეტი
7 950 ₾3 070 $ (7 950 ₾)
შავი კარკასი, სავარაუდოდ**
≈ 343 800 ₾132 700 $
[ტექსტი მზადდება] ** 200 $/მ² — მიახლოებითი ფასი; დამოკიდებულია მასალებზე, რეგიონზე და მშენებელზე. ANBA მშენებლობას არ ასრულებს.
სართულების გეგმები
16ჰოლი-ლაუნჯი29,6 მ²
17კიბე8,2 მ²
18სამზარეულო-სასადილო-მისაღები64,0 მ²
19საკუჭნაო4,3 მ²
20კაბინეტი11,7 მ²
21დერეფანი4,2 მ²
22სამრეცხაო3,9 მ²
23WC3,0 მ²
24სტუმრის საძინებელი14,6 მ²
25სტუმრის გარდერობი3,7 მ²
26სტუმრის შხაპი4,5 მ²
სასარგებლო ფართობი151,7 მ²
დეკი78,0 მ²
ტერასა აუზთან32,0 მ²
ინფინიტი აუზი48,0 მ²
ოთახების სია
16ჰოლი-ლაუნჯი29,6 მ²
17კიბე8,2 მ²
18სამზარეულო-სასადილო-მისაღები64,0 მ²
19საკუჭნაო4,3 მ²
20კაბინეტი11,7 მ²
21დერეფანი4,2 მ²
22სამრეცხაო3,9 მ²
23WC3,0 მ²
24სტუმრის საძინებელი14,6 მ²
25სტუმრის გარდერობი3,7 მ²
26სტუმრის შხაპი4,5 მ²
სასარგებლო ფართობი151,7 მ²
დეკი78,0 მ²
ტერასა აუზთან32,0 მ²
ინფინიტი აუზი48,0 მ²
ესკიზი. სამუშაო ნახაზები შედის პროექტში.
ჭრილები
ჭრილი 1‑1
პირობითი გენგეგმა: ნაკვეთი 45 × 67 მ. სახლის განთავსება თქვენს ნაკვეთზე ტოპოგეგმის მიხედვით დაზუსტდება.
იდეალურია, თუ: აშენებთ რეგიონში ან საზღვარგარეთ საკუთარი მშენებლით · ჯერ მშენებლებისგან ფასების მიღება გინდათ · ნებართვაზე მოგვიანებით იფიქრებთ.
კარგია იცოდეთ: კონსტრუქციები გათვლილია საშუალო გრუნტზე. მერიაში წარსადგენად პროექტს ნაკვეთზე მორგება და კვლევები დასჭირდება — ეს სანებართვო პაკეტში შედის.
⭐ ყველაზე ხშირად ირჩევენ
სანებართვო პაკეტი — 24 000 ₾ ±10%9 250 $ ±10%
III კლასის მოთხოვნების ჩათვლით
სანებართვო დოკუმენტაცია ~3 კვირაში · ნებართვამდე 2–4 თვე*
გინდათ ნებართვა ისე, რომ მერიაში სიარული არ დაგჭირდეთ.
ყველაფერი, რაც სტანდარტულ სანებართვო პაკეტშია, +
არქიტექტურული პროექტის ექსპერტიზა (№41 ტექნიკური რეგლამენტი)
მეზობელ შენობებზე ზეგავლენის კვლევა (საჭიროებისას)
ყველაფერი, რაც სტარტ პაკეტშია, +
პროექტის მორგება თქვენს ნაკვეთზე (განთავსება და 1 წრე მცირე ცვლილებები)
ნაკვეთის აზომვა (ტოპოგრაფიული გეგმა)
გრუნტის კვლევა და კონსტრუქციების გადაანგარიშება თქვენს გრუნტზე — ექსპერტიზებით
ენერგოეფექტურობის დასკვნა
მშენებლობის ორგანიზების პროექტი (ინდივიდუალური სახლისთვის — გამარტივებული) და საინფორმაციო დაფა
მერიის სამივე ეტაპი: დოკუმენტების მომზადება, ჩაბარება და შენიშვნების გასწორება (2 წრე)
🎁 შავი კარკასის ხარჯთაღრიცხვა საჩუქრად. მერია ამას არ ითხოვს, მაგრამ ჩვენ მაინც ვამზადებთ, რომ მშენებლებთან მოლაპარაკება ზუსტი ციფრებით დაიწყოთ.
ვადა:
კვლევები ~2 კვირა
მერია: გაპი ~1 თვე (ამ დროს უკვე ვამზადებთ პროექტის განთავსებას)
საბოლოო მორგება ~1 კვირა
ექსპერტიზა [ვადა]
მერია: ნებართვა ~1,5–2 თვე
= 2–4 თვე
ANBAმერია
ჩვენი სამუშაო ~3 კვირაა — მზა პროექტით ნებართვას ინდივიდუალურთან შედარებით ~1 თვით სწრაფად იღებთ. მერიის ეტაპებს ჩვენ ვმართავთ — თქვენ იქ სიარული არ გიწევთ.
*ვადა მერიაზეა დამოკიდებული: დაცვის ზონაში ან რთულ ნაკვეთზე შეიძლება გაგრძელდეს. ზუსტად ნაკვეთის უფასო შეფასებისას გეტყვით.
არ შედის: მერიის მოსაკრებელი · ხეების ექსპერტიზა (საჭიროა მხოლოდ გარკვეულ ზონებში, ფასდება ცალკე) · 1 წრეზე მეტი ცვლილება.
ზუსტ ფასს ნაკვეთის უფასო შეფასების შემდეგ გეტყვით — საკმარისია საკადასტრო კოდი.
სრული პაკეტი — ფასი ინდივიდუალურად
გინდათ, რომ ყველაფერი მზად იყოს მშენებლობის დასაწყებად.
ყველაფერი, რაც სანებართვო პაკეტშია, +
დეტალური სამშენებლო ნახაზები: კვანძები, დეტალები — ყველაფერი, რაც მშენებელს სჭირდება
სრული სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
დაამატეთ საჭიროებისამებრ:
ვადა: სამუშაო ნახაზები მზადდება ნებართვის პარალელურად — ნებართვის ვადას არ ამატებს.
რატომ III კლასი?
ეს სახლი III კლასს მიეკუთვნება, რადგან აქვს ლიფტი და მისი ჯამური ფართობი 500 მ²-ს აღემატება.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის:
ნებართვისთვის არქიტექტურულ პროექტს დამატებით ექსპერტიზა სჭირდება, ზოგჯერ — მეზობელ შენობებზე ზეგავლენის კვლევაც. ამას ჩვენ ვაგვარებთ — ფასში უკვე შედის.
მშენებლობის დასრულებისას შესაბამისობას აკრედიტებული ორგანო ამოწმებს, ხოლო ექსპლუატაციაში მიღებამდე შიდა საერთო ნაწილები, საინჟინრო ქსელები და ეზოს კეთილმოწყობა უნდა დასრულდეს. ეს მშენებლობის ბიუჯეტსა და გრაფიკში თავიდანვე გაითვალისწინეთ.
რომელი პაკეტი ავირჩიო?
თუ ნებართვა არ გჭირდებათ ან საკუთარი მშენებლით აშენებთ — სტარტ პაკეტი. თუ ნებართვა გჭირდებათ — სანებართვო პაკეტი: ყველაფერს ჩვენ ვაგვარებთ, მერიის ჩათვლით. თუ გინდათ, რომ მშენებელს დეტალური ნახაზები და ზუსტი ბიუჯეტი ჰქონდეს — სრული პაკეტი.
რას მოიცავს შეძენილი პროექტი?
სტარტ პაკეტი: გეგმები, ფასადები, ჭრილები, კონსტრუქციები მასალების მოცულობით და კარ-ფანჯრის სპეციფიკაცია. სანებართვო პაკეტი: სტარტს ემატება პროექტის მორგება ნაკვეთზე, კვლევები, ექსპერტიზები, მერიის სამივე ეტაპი და შავი კარკასის ხარჯთაღრიცხვა.
შემიძლია ცვლილებების შეტანა?
დიახ. სანებართვო პაკეტში შედის 1 წრე მცირე ცვლილებები (მაგ., ოთახის გადატანა, ფანჯრის ზომა). დიდ ცვლილებებს ცალკე შევაფასებთ — მანამდე გეტყვით ფასს და როგორ შეიცვლება ვადა. კონსტრუქციის უსაფრთხოებაზე მოქმედ ცვლილებებს არ ვაკეთებთ.
რამდენ ხანში მივიღებ პროექტს?
სტარტ პაკეტს — 10 სამუშაო დღეში. სანებართვო პაკეტით სანებართვო დოკუმენტაციას ~3 კვირაში ვამზადებთ, ნებართვამდე კი 2–4 თვე გადის (ინდივიდუალური პროექტით — 3–5 თვე) — დანარჩენი მერიის ვადებია. დაცვის ზონაში ან რთულ ნაკვეთზე მერიის ვადები შეიძლება გაგრძელდეს. არსებულ მზა პროექტში ცვლილებების შეტანა ვადას ზრდის.
საიტზე განთავსებული ყველა პროექტი ANBA‑ს საავტორო ნამუშევარია. პატივი ეცით ჩვენს შრომას — ნუ გამოიყენებთ, დააკოპირებთ ან გაავრცელებთ ამ მასალებს (მათ შორის, სამშენებლო მიზნებისთვის) ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.