ცალქანობიანი სახურავი ბაღისკენ მაღლდება; აივნის გადახურვის ზემოთ ზედა ფანჯრები მისაღებს და საძინებლებს დამატებით სამხრეთის სინათლეს აძლევს. ერთსართულიანი სახლი ფერდობზე, მთელ სამხრეთ ფასადზე ქართული აივნით — ჩუქურთმიანი მოაჯირი, ხის ბოძები ქვის ბურჯებზე, კიბე ბაღში. დღის ზონა (მისაღები, სასადილო, სამზარეულო, 50 მ²) დასავლეთითაა, კუთხის ვიტრაჟით; ღამის ზონა — აღმოსავლეთით, ოთხივე საძინებელი აივანზე გადის. ქუჩა ჩრდილოეთით, ზემოთაა: შესასვლელი ჩაღრმავებულ ნიშაში, ავტოფარეხი ორ მანქანაზე.
ვისთვის არის ეს სახლი
[ტექსტი მზადდება]
საერთო ფართობი
160 მ²
ტერასის ფართობი
60,9 მ²
სახლის ზომები
20,3 × 8 მ
სართულიანობა
ერთსართულიანი
საძინებლები
4
სააბაზანოები
3
სახურავი
ერთქანობიანი, 10°
სახლის სიმაღლე
4,5 მ
ავტოფარეხი
2 მანქანაზე
ნაკვეთი
28 მ‑დან · 960 მ²‑დან*
სტარტ პაკეტი
1 900 ₾730 $ (1 900 ₾)
შავი კარკასი, სავარაუდოდ**
≈ 82 900 ₾32 000 $
*ნაკვეთის მინიმალური ზომა სავარაუდოა — დაშორებები მიჯნებიდან ზონის მიხედვით იცვლება. ზუსტად ნაკვეთის უფასო შეფასებისას გეტყვით.
[ტექსტი მზადდება] ** 200 $/მ² — მიახლოებითი ფასი; დამოკიდებულია მასალებზე, რეგიონზე და მშენებელზე. ANBA მშენებლობას არ ასრულებს.
სართულების გეგმები
1შესასვლელი ჰოლი5,7 მ²
2დერეფანი7,4 მ²
3WC2,9 მ²
4სამეურნეო5,0 მ²
5სააბაზანო6,5 მ²
6ძირითადი საძინებელი17,2 მ²
7სააბაზანო (ძირითადი)7,7 მ²
8საძინებელი11,4 მ²
9საძინებელი11,4 მ²
10საძინებელი11,4 მ²
11მისაღები, სასადილო, სამზარეულო50,3 მ²
სასარგებლო ფართობი137,0 მ²
12აივანი (დახურული)60,9 მ²
13შესასვლელის ეზო9,6 მ²
14ავტოფარეხი31,4 მ²
ოთახების სია
1შესასვლელი ჰოლი5,7 მ²
2დერეფანი7,4 მ²
3WC2,9 მ²
4სამეურნეო5,0 მ²
5სააბაზანო6,5 მ²
6ძირითადი საძინებელი17,2 მ²
7სააბაზანო (ძირითადი)7,7 მ²
8საძინებელი11,4 მ²
9საძინებელი11,4 მ²
10საძინებელი11,4 მ²
11მისაღები, სასადილო, სამზარეულო50,3 მ²
სასარგებლო ფართობი137,0 მ²
12აივანი (დახურული)60,9 მ²
13შესასვლელის ეზო9,6 მ²
14ავტოფარეხი31,4 მ²
ესკიზი. სამუშაო ნახაზები შედის პროექტში.
ჭრილები
ჭრილი 1‑1
პირობითი გენგეგმა: ნაკვეთი 28 × 34 მ. სახლის განთავსება თქვენს ნაკვეთზე ტოპოგეგმის მიხედვით დაზუსტდება.
იდეალურია, თუ: აშენებთ რეგიონში ან საზღვარგარეთ საკუთარი მშენებლით · ჯერ მშენებლებისგან ფასების მიღება გინდათ · ნებართვაზე მოგვიანებით იფიქრებთ.
კარგია იცოდეთ: კონსტრუქციები გათვლილია საშუალო გრუნტზე. მერიაში წარსადგენად პროექტს ნაკვეთზე მორგება და კვლევები დასჭირდება — ეს სანებართვო პაკეტში შედის.
⭐ ყველაზე ხშირად ირჩევენ
სანებართვო პაკეტი — 9 500 ₾ ±10%3 650 $ ±10%
სანებართვო დოკუმენტაცია ~3 კვირაში · ნებართვამდე 2–4 თვე*
გინდათ ნებართვა ისე, რომ მერიაში სიარული არ დაგჭირდეთ.
ყველაფერი, რაც სტარტ პაკეტშია, +
პროექტის მორგება თქვენს ნაკვეთზე (განთავსება და 1 წრე მცირე ცვლილებები)
ნაკვეთის აზომვა (ტოპოგრაფიული გეგმა)
გრუნტის კვლევა და კონსტრუქციების გადაანგარიშება თქვენს გრუნტზე — ექსპერტიზებით
ენერგოეფექტურობის დასკვნა
მშენებლობის ორგანიზების პროექტი (ინდივიდუალური სახლისთვის — გამარტივებული) და საინფორმაციო დაფა
მერიის სამივე ეტაპი: დოკუმენტების მომზადება, ჩაბარება და შენიშვნების გასწორება (2 წრე)
🎁 შავი კარკასის ხარჯთაღრიცხვა საჩუქრად. მერია ამას არ ითხოვს, მაგრამ ჩვენ მაინც ვამზადებთ, რომ მშენებლებთან მოლაპარაკება ზუსტი ციფრებით დაიწყოთ.
ვადა:
კვლევები ~2 კვირა
მერია: გაპი ~1 თვე (ამ დროს უკვე ვამზადებთ პროექტის განთავსებას)
საბოლოო მორგება ~1 კვირა
მერია: ნებართვა ~1,5–2 თვე
= 2–4 თვე
ANBAმერია
ჩვენი სამუშაო ~3 კვირაა — მზა პროექტით ნებართვას ინდივიდუალურთან შედარებით ~1 თვით სწრაფად იღებთ. მერიის ეტაპებს ჩვენ ვმართავთ — თქვენ იქ სიარული არ გიწევთ.
*ვადა მერიაზეა დამოკიდებული: დაცვის ზონაში ან რთულ ნაკვეთზე შეიძლება გაგრძელდეს. ზუსტად ნაკვეთის უფასო შეფასებისას გეტყვით.
არ შედის: მერიის მოსაკრებელი · ხეების ექსპერტიზა (საჭიროა მხოლოდ გარკვეულ ზონებში, ფასდება ცალკე) · 1 წრეზე მეტი ცვლილება.
ზუსტ ფასს ნაკვეთის უფასო შეფასების შემდეგ გეტყვით — საკმარისია საკადასტრო კოდი.
სრული პაკეტი — ფასი ინდივიდუალურად
გინდათ, რომ ყველაფერი მზად იყოს მშენებლობის დასაწყებად.
ყველაფერი, რაც სანებართვო პაკეტშია, +
დეტალური სამშენებლო ნახაზები: კვანძები, დეტალები — ყველაფერი, რაც მშენებელს სჭირდება
სრული სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
დაამატეთ საჭიროებისამებრ:
ვადა: სამუშაო ნახაზები მზადდება ნებართვის პარალელურად — ნებართვის ვადას არ ამატებს.
რომელი პაკეტი ავირჩიო?
თუ ნებართვა არ გჭირდებათ ან საკუთარი მშენებლით აშენებთ — სტარტ პაკეტი. თუ ნებართვა გჭირდებათ — სანებართვო პაკეტი: ყველაფერს ჩვენ ვაგვარებთ, მერიის ჩათვლით. თუ გინდათ, რომ მშენებელს დეტალური ნახაზები და ზუსტი ბიუჯეტი ჰქონდეს — სრული პაკეტი.
რას მოიცავს შეძენილი პროექტი?
სტარტ პაკეტი: გეგმები, ფასადები, ჭრილები, კონსტრუქციები მასალების მოცულობით და კარ-ფანჯრის სპეციფიკაცია. სანებართვო პაკეტი: სტარტს ემატება პროექტის მორგება ნაკვეთზე, კვლევები, ექსპერტიზები, მერიის სამივე ეტაპი და შავი კარკასის ხარჯთაღრიცხვა.
შემიძლია ცვლილებების შეტანა?
დიახ. სანებართვო პაკეტში შედის 1 წრე მცირე ცვლილებები (მაგ., ოთახის გადატანა, ფანჯრის ზომა). დიდ ცვლილებებს ცალკე შევაფასებთ — მანამდე გეტყვით ფასს და როგორ შეიცვლება ვადა. კონსტრუქციის უსაფრთხოებაზე მოქმედ ცვლილებებს არ ვაკეთებთ.
რამდენ ხანში მივიღებ პროექტს?
სტარტ პაკეტს — 10 სამუშაო დღეში. სანებართვო პაკეტით სანებართვო დოკუმენტაციას ~3 კვირაში ვამზადებთ, ნებართვამდე კი 2–4 თვე გადის (ინდივიდუალური პროექტით — 3–5 თვე) — დანარჩენი მერიის ვადებია. დაცვის ზონაში ან რთულ ნაკვეთზე მერიის ვადები შეიძლება გაგრძელდეს. არსებულ მზა პროექტში ცვლილებების შეტანა ვადას ზრდის.
საიტზე განთავსებული ყველა პროექტი ANBA‑ს საავტორო ნამუშევარია. პატივი ეცით ჩვენს შრომას — ნუ გამოიყენებთ, დააკოპირებთ ან გაავრცელებთ ამ მასალებს (მათ შორის, სამშენებლო მიზნებისთვის) ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.