+995 598 14 15 32

პოპულარული

იტვირთება...

გვერდები

პროექტებიინდივიდუალური პროექტიმომსახურებაბლოგიკითხვებიჩვენს შესახებკონტაქტი

აირჩიეთ პროექტი, მოვარგებთ ნაკვეთს და მივიყვანთ ნებართვამდე.

გამოგვიგზავნეთ ნაკვეთი

რჩეული პროექტები

ყველა პროექტი

მზა თუ ინდივიდუალური?

მზა პროექტით სწრაფად იწყებთ, ინდივიდუალურით — ნულიდან ქმნით. ორივე შემთხვევაში ნებართვამდე მიგიყვანთ.

მზა პროექტი — 1 200 ₾‑დან460 $‑დან

  • სახლს ყიდვამდე ხედავთ: გეგმები, 3D მოდელი, ფასი
  • ნახაზები 10 სამუშაო დღეში
  • ნებართვამდე 2–4 თვეში* — სანებართვო პაკეტი 7 000 ₾‑დან2 700 $‑დან
  • პროექტი თქვენია, მშენებელს თქვენ ირჩევთ
ყველა პროექტი

ინდივიდუალური პროექტი — ფასი ფართობის მიხედვით

  • ნულიდან, თქვენს ოჯახსა და ნაკვეთზე
  • სწორი არჩევანია რთული ნაკვეთისთვის ან განსაკუთრებული მოთხოვნებისთვის
  • დაპროექტება ~1 თვე, ნებართვამდე 3–5 თვე*
ფასის გამოთვლა

*ვადა მერიაზეა დამოკიდებული: დაცვის ზონაში ან რთულ ნაკვეთზე შეიძლება გაგრძელდეს. ზუსტად ნაკვეთის უფასო შეფასებისას გეტყვით.

გზა მშენებლობის ნებართვამდე

დეტალურად
  1. ნაკვეთის შეფასება

    უფასოდ. საკადასტრო კოდით ვამოწმებთ, რა სახლი დაეტევა.

  2. კვლევა და მორგება

    ტოპოგრაფია, გეოლოგია და პროექტის მორგება თქვენს ნაკვეთზე.

  3. მერიაში შეთანხმება

    სამ ეტაპად: ნაკვეთის პირობები, პროექტი, ნებართვა. გადახდაც ეტაპობრივია.

  4. მშენებლობის ნებართვა

    აშენებთ, როცა მოგინდებათ.

რატომ ANBA

ყოველი სახლი ორი წერტილით იწყება: ნაკვეთით და იდეით. ჩვენ მათ ერთი ხაზით ვაკავშირებთ, პირველი ესკიზიდან მშენებლობის ნებართვამდე.

13+წლიანი გამოცდილება
50+რეალიზებული პროექტი
ჩვენს შესახებ
საქართველოს ნორმებზე მორგებული
ყველა პროექტი შეესაბამება ქართულ სამშენებლო სტანდარტებს. მაღალი სეისმურობის ან მკაცრი კლიმატის რეგიონისთვის კანონმდებლობას მოვარგებთ.
უფასო კონსულტაცია
პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე: ტელეფონით, ელფოსტით ან ონლაინ.
ხარისხის გარანტია
ყოველ პროექტს ჩაბარებამდე ვამოწმებთ. თუ რამე სამშენებლო ნორმებს არ შეესაბამება, შესწორებულ დოკუმენტაციას 10 სამუშაო დღეში მიიღებთ.
პროექტი თქვენია
ANBA არ აშენებს, ამიტომ ერთ კომპანიაზე მიბმული არ ხართ: შეადარეთ მშენებლების ფასები და აირჩიეთ ის, ვისაც ენდობით.
ნებართვა ახლა, აშენება მერე
ნაკვეთი გაქვთ, მაგრამ ჯერ არ აშენებთ? მოვამზადებთ დოკუმენტებს, ჩავაბარებთ მერიაში და გამოვასწორებთ შენიშვნებს.

ხშირად დასმული კითხვები

ყველა კითხვა
რომელი პაკეტი ავირჩიო?

თუ ნებართვა არ გჭირდებათ ან საკუთარი მშენებლით აშენებთ — სტარტ პაკეტი. თუ ნებართვა გჭირდებათ — სანებართვო პაკეტი: ყველაფერს ჩვენ ვაგვარებთ, მერიის ჩათვლით. თუ გინდათ, რომ მშენებელს დეტალური ნახაზები და ზუსტი ბიუჯეტი ჰქონდეს — სრული პაკეტი.

რას მოიცავს შეძენილი პროექტი?

სტარტ პაკეტი: გეგმები, ფასადები, ჭრილები, კონსტრუქციები მასალების მოცულობით და კარ-ფანჯრის სპეციფიკაცია. სანებართვო პაკეტი: სტარტს ემატება პროექტის მორგება ნაკვეთზე, კვლევები, ექსპერტიზები, მერიის სამივე ეტაპი და შავი კარკასის ხარჯთაღრიცხვა.

რა ეღირება სახლის აშენება?

შავი კარკასი საშუალოდ ~200 $/მ² ჯდება — ზუსტი ფასი მასალებზე, რეგიონსა და მშენებელზეა დამოკიდებული. სანებართვო პაკეტში თქვენი სახლის შავი კარკასის ხარჯთაღრიცხვას ვამზადებთ, რომ მშენებლებთან ზუსტი ციფრებით ისაუბროთ. ANBA მშენებლობას არ ასრულებს.

დავიწყოთ საუბრით

მოგვწერეთ WhatsApp-ში ან დაგვირეკეთ. უფასოდ დაგეხმარებით პროექტის შერჩევაში.